გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.