საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 4-8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20-25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 15-20 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში 4-5 ნოემბერს 14-16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს კი, 18-20 გრადუსამდე მოიმატებს.