საქართველოში 39 000-მა მეთორმეტეკლასელმა დღეს სწავლა დაამთავრა
საქართველოში 39 000-მა მეთორმეტეკლასელმა დღეს სწავლა დაამთავრა

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-12 კლასელებმა სწავლის დამთავრება დღეს ბოლო ზარის ღონისძიებებით აღნიშნეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 150-ე სკოლის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და მათთან ერთად, ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა.

2018 წელს სკოლას საჯარო და კერძო სკოლების 39 000-მდე მეთორმეტეკლასელი ამთავრებს. საატესტატო გამოცდები კი, საქართველოს მასშტაბით 20 მაისს იწყება. მე-11 კლასელები სწავლას 11 ივნისს ამთავრებენ, მათი საატესტატო გამოცდები 12 ივნისს დაიწყება. პირველკასელებისთვის სასწავლო წელი 25 მაისს დასრულდება, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი – 15 ივნისს.