დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 08:56 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან იყო.