ქალაქ წალკასთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ პირველ არხს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს.
მიწისძვრა თბილისის დროით 12:24 საათზე მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კმ-ში, ქალაქ წალკასთან დაფიქსირდა.