გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. ასევე, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.