23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
„23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთასა და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი; დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მისივე თქმით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.