წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წელს ეკონომიკა 4,8 პროცენტით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წელს ეკონომიკა 4,8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა. ხოლო 2018 წელს ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკოსების ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში.

რაც შეეხება კლებას, შემცირება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტისა და საფინანსო საქმიანობის სფეროებში ფიქსირდება.