წელს მესამედ 19 ივნისს საქართველოში მამის დღე აღინიშნება.
ღონისძიება ახალ მზიურშია დაგეგმილი და მას არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები უერთდებიან.
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის.
მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია , რათა ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის აუცილებლობას.