სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 12 აგვისტომდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მათივე ინფორმაციით მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.