საქართველოში 1-2 ნოემბერს ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი
საქართველოში 1-2 ნოემბერს ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 ნოემბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

ამასთან, უწყების ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

„ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.