საქართველოში ​ლიეტუვას ელჩი - ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან, ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს
საქართველოში ​ლიეტუვას ელჩი - ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან, ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს

ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან! – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოში ​ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საქართველოს მოქალაქეებს.

„ღირსებისა და პატივის დღე საქართველოში – დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის გვერდით დგანან. ლიეტუვა ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველო ყოველთვის შეიძლება დაეყრდნოს“, – წერს ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ელჩის მილოცვას ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა.