საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო
საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტრანს-ადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა.
2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში „ტრანს-ადრიატიკის“ გაზსადენით დაიწყო. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი გაზის ექსპორტირება ევროპულ ბაზარზე მილსადენებით განახორციელა.