საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა იქმნება
საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა იქმნება

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა იქმნება. ამის შესახებ დადგენილების პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ
წარუდგინა.

კობახიძის თქმით, პოლონეთში ვიზიტისას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მისი თქმით, ასამბლეის შექმნა პარლამენტებს შორის თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს.

პარლამენტი დადგენილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.