საქართველოსა და მსოფლიოს 47 ქვეყანაში ენების ევროპული დღე აღინიშნება
თბილისში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტსა და მსოფლიოს 47 ქვეყანაში ენების ევროპული დღე აღინიშნება.
ღონისძიება ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით იმართება.
ენების ევროპული დღე ყოველ წელს, სექტემბრის ბოლოს აღინიშნება და მისი მიზანი ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისებაა – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლებსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
ენების ევროპული დღე საქართველოში უკვე შვიდი წელია აღინიშნება.