საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება
მიმდინარე წლის მაისში, კორეული ავიაკომპანია „Korean Air“ სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.
ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, უწყებამ ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია „Korean Air“-ს 23 აპრილს მიენიჭა.
„Korean Air“ კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam“-ის ალიანსის წევრია და 43 ქვეყნის 123 მიმართულებით ოპერირებს.