საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი, 2 თებერვლის ნაცვლად, სხვა დღეს გაიმართება.
ორი ქევეყნის ნაკრებები ერთმანეთს ფიფა-ს ამხანაგური მატჩების კალენდრით გათვალისწინებულ დღეს შეხვდებიან.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ამხანაგური მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, 2 თებერვალს იყო დაგეგმილი, რომელიც ამხანაგური მატჩების ოფიციალურ თარიღს არ წარმოადგენდა.
მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ამხანაგური მატჩი მოგვიანებით აუცილებლად გაიმართება, შეხვედრის თარიღსა და მასპინძელ სტადიონს ქართული და აზერბაიჯანული მხარე უახლოეს პერიოდში დავაზუსტებთ. ამ ეტაპზე, ეროვნული ნაკრების კანდიდატების ძირითადი ნაწილი კლუბებთან ერთად, შეკრებაზე იმყოფება და საწვრთნელ პროცესს სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ერთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, რომელიც 24 იანვარს ლოზანაში გაიმართება, ოფიციალური კალენდარი შედგება და ყველა ამხანაგური მატჩის ჩატარების თარიღიც გაირკვევა“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.