საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის გვიან საღამოდან 7 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.