საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა
საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.
კამპანიის ფარგლებში, დარიგდა საინფორმაციო მასალები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავს ღონისძიებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის საქართველოს წითელი ჯვარი რეგულარულად გამართავს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.