საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება
საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება.

წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.

To My Mom – „დედას“ – ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.

ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის.

ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების მეშვეობით გადავა Caja Mágica სცენაზეც, რომელიც 5000-დან 7000 მაყურებლამდე იტევს.

2021 წლის შემდეგ წლევანდელ საბავშო ევროვიზიაზე ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.