„საქართველოს ვარსკვლავს“ პირველ ტურში ორი კონკურსანტი გამოეთიშა [ვიდეო]
მეგაპროექტ “საქართველოს ვარსკვლავს” პირველ ლაივშოუზე ორი კონკურსანტი გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ ბესო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი და ნინი ცნობილაძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მიიღეს ბესო ნემსაძემ და მარიამ კახელიშვილმა და მათ პროექტი დატოვეს.
ევროვიზიაზე მოსახვედრად ბრძოლას დღეიდან რვა კონკურსანტი განაგრძობს: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე.
ხმის მიცემა შეუძლიათ მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს. ასევე, პირველად ქართული შოუების ისტორიაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, საკუთარ რჩეულს მხარი სრულიად უსასყიდლოდ, ფეისბუქმესენჯერის საშუალებით დაუჭიროს.
ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ხმის მიცემა „ფეისბუქის“ საშუალებით, უფასოდ, 12 საათში ერთხელ შეგეძლებათ.
ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.
საქართველოს ვარსკვლავი