„საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტები მესამე კონცერტზე ქართულ თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეები რიგით მესამე კონცერტისთვის ემზადებიან. კონკურსანტები დღეს ქართულ თანამედროვე სიმღერებს შეასრულებენ.
მეგაპროექტის მონაწილეები სიმღერებს ნინო ქათამაძის, ნიაზ დიასამიძის, სტეფანესა და სხვა ცნობილი ქართველი შემსრულებლების რეპერტუარიდან იმღერებენ.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა სოციალური ქსელით 12 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.
ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესენჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.
საქართველოს ვარსკვლავი