საქსტატმა პირველ არხს 2017 წლის მესამე კვარტალში უმსხვილეს ინვესტორთა სია მიაწოდა. ათეულში რამდენიმე ენერგოკომპანიაა, ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი „თანაინვესტირების ფონდის“ შვილობილი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“. უმსხვილეს ინვესტორთა შორის მოხვდნენ „ბორჯომი“ და „მაგთიკომიც“.
ინვესტორთა ათეული ასე გამოიყურება (საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
• აიდიეს ბორჯომი საქართველო;
• შპს მაგთიკომი;
• სს ენერგო-პრო ჯორჯია;
• BP Group;
• შპს აჭარ ენერჯი-2007;
• შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს ფილიალი;
• სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
• ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში;
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
• სს ნენსკრა ჰიდრო.