გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. 3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +31, +33 გრადუსამდე გათბება.