საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველი სხდომა კიევში 8-9 ივნისს გაიმართება
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პირველის სხდომა კიევში 8-9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი ავრცელებს.
„საქართველო-უკრაინა-მოლდოვას თანამშრომლობა და ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. აუცილებელია, რომ ჩვენი ქმედებები უსაფრთხოების საკითხებში კოორდინირებული იყოს.
8-9 ივნისს კიევში გაიმართება „საქართველო-მოლდოვა-უკრაინის” ასამბლეის პირველი სხდომა. მინდა, ასამბლეაზე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პარლამენტის სპიკერები დავპატიჟო, ასევე პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე” – განაცხადა პარუბიმ კიევში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას.