„საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს გეოგრაფიული უპირატესობა აქვთ, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“
აბრეშუმის გზა – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული გზაა და ახლა ამ გზის აღორძინება ხდება. ამის შესახებ პირველ არხს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ახმედ არსლანმა განუცხადა.
„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უკვე განხორციელდა ენერგეტიკული პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ასევე რკინიგზის მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი, მიმდინარეობს TANAP-ის პროექტის განხორციელება. ყველა ეს პროექტი და ინიციატივა აბრეშუმის გზის კონცეფციაში ჯდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
არსლანის განმარტებით, აბრეშუმის გზა მოიცავს სამ მთავარ დერეფანს – ჩრდილოეთის, სამხრეთისა და შუა დერეფნებს.
„აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები არიან. ჩვენ გვაქვს მნიშნელოვანი გეოგრაფიული უპირატესობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამით სარგებელს სამივე ქვეყანა მიიღებს“, – დასძინა მინისტრმა.