საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების ნავთობპროდუქტით დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევი – პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სასამართლოს გადაწყვეტილებით 65 ათასი ლარით დაჯარიმდა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცემა.