საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს
გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან რამდენიმე ვეტერანი მეორე დღეა შიმშილობს.
მოშიმშილეები დახმარების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს მიმართავენ და პირველ არხთან აცხადებენ, რომ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ.
კერძოდ, ვეტერანები პარლამენტს სთხოვენ, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა კანონი და დროულად აღდგეს ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის სრულფასოვანი მუშაობა.
როგორც შიო კობიძემ პირველ არხს განუცხადა, ვეტერანები ასევე ითხოვენ, რომ მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე 600-ლარიანი პენსია დაენიშნოთ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე წერილობით პასუხს მიაწვდიან.