საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეაჩერა
კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 16 მარტამდე შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესი შეჩერების შესახებ.
უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდა 2020 წლის 2 მარტიდან და განახლდება 2020 წლის 16 მარტიდან.
ამასთან, უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებს დაევალა სასწავლო კორპუსებისა და შენობა-ნაგებობების დეზინფექციის უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.