საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი - ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ გარდაცვლილების საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო. ეს ახსოვს მსოფლიოს. ჩვენი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ გახდა აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან უკვე 12 წელი გავიდა. ეს უმძიმესი და ტკივილით სავსე დღეები ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს მეხსიერებაში. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ. გმირების ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია.
საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.