საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ლიეტუვის პრეზიდენტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო ორდენი – „დამსახურება ლიეტუვისთვის“ – რაინდის ჯვარი გადასცა. ინფორმაციას სტუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიწვევით, ვილნიუსში იმყოფება.
დაჯილდოების ცერემონია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.