საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 29 წელი გავიდა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება სწორედ 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
ამავე ბრძანებულების თანახმად, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.