საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია
საქართველოში ვიზიტით ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
გრიგოლ გიორგაძემ ლატვიის მხარეს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი პარტნიორობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც ლატვიელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.