საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიოოპერატორის გარდაცვალების გამო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 1989 წელს დაბადებული რიგითი მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო.
„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.