საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოშ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრანგეთი განამტკიცებს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას და სამომავლოდ კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის არეალს.
შეხვედრას საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.