საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კოლეგები თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას გააფორმებენ. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამადიაროვს შეხვდება.