საქართველოს თავდაცვის ძალების დღე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზაზე- HKIA მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე ბაზაზე – HKIA მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.
ბაზის მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა, ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატო-ს მისიის მედლები გადასცა. ასევე პოლკოვნიკმა, მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.