საქართველოს თასის ფინალი - „ტორპედო“ და „ჩიხურა“ მატჩისთვის ემზადებიან
2 დეკემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება – გამარჯვებული გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედოსა” და საჩხერეს “ჩიხურას” შეხვედრაში გაირკვევა.
მატჩისთვის ორივე გუნდი ემზადება. საჩხერლებმა დღეს გორში ივარჯიშეს და საღამოს თბილისში დაბინავდნენ. ქუთაისლებმა კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს და საღამოს ასევე თბილისში ჩამოვიდნენ.
მატჩისთვის ემზადებიან ორივე გუნდის გულშემატკივრები. შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია. საქართველოს თასის ფინალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.