საქართველოს სუპერთასი ქუთაისმა მოიგო
საქართველოს სუპერთასი ქუთაისმა მოიგო

ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული, წელს ქუთაისი საკალათბურთო გუნდი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში კოტე ტუღუშის გუნდი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 8 ქულის სხვაობით 75-67 სძლია. ქუთაისელთა შორის საუკეთესოები 14-14 ქულით ჯონათან ლი და ტერენს ტომპსონი გამოდგნენ. ირაკლი ხოშტარიას გუნდში კი ყველაზე მეტი, 17 ქულა როჯერ დოულის ანგარიშზეა.