„საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია
„საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია

ახალი საფეხბურთო სეზონი პირველი ტიტულის გათამაშებით დაიწყო. „მიხეილ მესხის“ სტადიონის სათადარიგო მოედანზე ტიტული პირველად გათამაშდა და ქვეყნის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოს“ შეხვდა.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი წელს მეცხრამეტედ გათამაშდა: „დინამო“ ჯილდოსთვის მეთერთმეტედ იბრძოდა, აქამდე სუპერთასს შვიდჯერ ფლობდა და გათამაშების რეკორდსმენია. „საბურთალო“ ტიტულისთვის ზედიზედ მეორედ იბრძოდა (2019 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა) და კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, არსებობის განმავლობაში მესამე ქართული ტიტული მოეგო.

მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გიორგი გაბედავა მოცელა და „საბურთალომ“ პენალტი მოიპოვა, რომელიც გიორგი კოხრეიძემ გამოიყენა 1:0. ამის შემდეგ ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ, შესვენებაზე ამ ანგარიშზე გავიდნენ.

მეორე ნახევარი მეტოქეები უფრო ფრთხილად თამაშიბდნენ და მომენტებიც ნაკლებად შექმნეს. საბოლოოდ, შეხვედრა 1:0 დასრულდა, „საბურთალომ“ მოიგო და სუპერთასს პირველად დაეუფლა.

დატოვე კომენტარი