სუპერთასის მატჩს ქართველი ქალი მსაჯი განსჯის
სუპერთასის მატჩს ქართველი ქალი მსაჯი განსჯის
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩს თბილისური კლუბებს, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შორის ქართველი ქალი მსაჯი განსჯის – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „საბურთალო“ სუპერთასისთვის ერთმანეთს ხვალ, 23 თებერვალს დაუპირისპირებიან.
სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება.
სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს. ​
​2020 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე 17:00 საათზე დაიწყება.
დატოვე კომენტარი