„რამაზ შენგელია არენაზე“ - სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს #1TVSPORT
2022 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია. საქართველოს სუპერთასის შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს – გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
სფფს-ს გადაწყვეტილებით, 2022 წლის სეზონის პირველი მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20 თებერვალს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
ქვეყნის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და საქართველოს თასის მფლობელი „საბურთალო“ შეხვდებიან.
სფფ-ს ცნობით, სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.