ტუღუშმა თასის მოპოვება ოჯახს მიუძღვნა - ფინალში სწორედ ასეთი დაძაბული თამაში უნდა ყოფილიყო #1TVSPORT
ტუღუშმა თასის მოპოვება ოჯახს მიუძღვნა - ფინალში სწორედ ასეთი დაძაბული თამაში უნდა ყოფილიყო #1TVSPORT

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა საქართველოს თასის ფინალში „ოლიმპთან“ დრამატულ შეხვედრაში მოგებაზე (83:81) კომენტარი გააკეთა და ფინალი შეაფასა.

„უპირველესად, თასის მოპოვებას მივულოცავ ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ფინალში არანორმალური შრომა გასწიეს. თითოეული ბურთისთვის იბრძოლეს და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფინალში სწორედ ასეთი თამაში უნდა ყოფილიყო. შეხვედრით გულშემატკივარმა ისიამოვნა და მადლობა მათ გვერდში დგომისთვის“, – ამბობს კოტე ტუღუში.

 

„ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზეც ილაპარაკა.

„დიდი მადლობა მეტოქეს ასეთი ღირსეული თამაშისთვის, არც ერთი წამით არ მოგვცეს უფლება, რომ მოვდუნებულიყავით. ეს წარმოუდგენელიც იყო, რადგან ფინალი იყო და ორივე გუნდს გამარჯვება გვჭირდებოდა“.

კოტე ტუღუშმა ოჯახის წევრებს მიმართა.

„ეს გამარჯვება ჩემს ოჯახს მინდა მივუძღვნა, რადგან იზოლაციაში არიან და მინდა მოვეფერო აქედან – მიყვარხართ ძალიან“.