„დინამო“ „საბურთალოს“ წინაააღმდეგ - სუპერთასი 2020 „მესხი 2“-ზე გათამაშდება
„დინამო“ „საბურთალოს“ წინაააღმდეგ - სუპერთასი 2020 „მესხი 2“-ზე გათამაშდება

2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 23 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

აქამდე თბილისური კლუბები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, ცხრა მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი ფრედ, ხუთი კი საბურთალოელებმა მოიგეს. სუპერთასზე კი „დინამო“ და „საბურთალო“ ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან. მატჩი 23 თებერვალს 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს სუპერთასის მატჩზე, მხოლოდ ერთი დღით, გულშემატკივარს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის საქართველო-ბელარუსის ბილეთების შეძენა, „დინამო არენას“ პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც შეეძლება.