საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია
საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია. კონგრესმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ.
როგორც კონგრესმენების ვიზიტამდე ერთი დღით ადრე კელი დეგნანმა განაცხადა, სენატორები ჩამოდიან საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ელჩის თქმით, ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა.
კონგრესმენები თბილისში უკრაინიდან ჩამოვიდნენ.