საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მოქალაქეებმა მიუკერძოებელი ინფორმაცია მიიღონ, რაც მაუწყებლის კანონმდებლობით გათვალისწინებული და განსაზღვრული ვალდებულებაა.

პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭო აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდება პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს.

საარჩევნო ციკლის დამთავრებამდე, საბჭო პერიოდულად გამოაქვეყნებს პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკის მიუკერძოებლობის შეფასების შედეგებს, ხოლო საარჩევნო პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში საზოგადოებას გააცნობს საბოლოო შეფასებას, რომელსაც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც დაერთვება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ საარჩევნო პერიოდში მაუწყებლის საქმიანობის არგუმენტირებული შეფასება ხელს შეუწყობს გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.