„მოამბე“ - საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები [პირველი ნოემბერი-30 ნოემბერი]
„მოამბე“ - საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგები [პირველი ნოემბერი-30 ნოემბერი]

პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის საარჩევნო მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობდა სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით. თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით. როგორც პრაიმ თაიმში, ასევე ოფფ პრაიმში გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.

მონიტორინგის პროცესი საარჩევნო კამპანიის, არჩევნების პირველი და მეორე ტურის გაშუქებაზე დაკვირვების და მონიტორინგის სუბიექტების რაოდენობრივი კომპონენტების აღრიცხვის მიზნით 30 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. უკვე გამოქვეყნდა პირველი არხის და საქართველოს რადიოს წინასაარჩევნო მონიტორინგის სრული ანგარიში, პირველი სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. ამჯერად წარმოგიდგენთ „მოამბის“ საარჩევნო ანგარიშს თვის ჭრილში (პირველი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით).

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური სუბიექტები ორ ძირითად პოლუსზე გადაანაწილა. „ქართული ოცნების“ ოპონენტი გახდა გაერთიანებული ოპოზიცია. გააქტიურდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის როლი პოლიტიკური პროცესების დეესკალაციაში. გამომდინარე აქედან, მონიტორინგის სუბიექტებს, ნოემბრის თვის ანგარიშში, დაემატა „გაერთიანებული ოპოზიცია“ და „დიპლომატიური კორპუსი“.

სრულად ანგარიში იხილეთ ამ ბმულზე.