საქართველოს პირველი არხი მზად არის, მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს დებატებისთვის საეთერო დრო დაუთმოს
საქართველოს პირველი არხი მზადაა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს დებატებისთვის საეთერო დრო დაუთმოს.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ტური 16 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს საქართველოს პირველი არხი სთავაზობს დებატების წარმართვას საერთაშორისო სტანდარტით, თანაბარ პირობებს და დროს ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვის, პოზიციების გასაცნობად.
დებატების ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ წინასწარ, პროექტში მონაწილეობის დადასტურებისთანავე.