საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, დაღესტნის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, დაღესტნის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაცით, თბილისის დროით 17:22 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში.

ეპიცენტრი 24 კილომეტრის სიღრმეში იყო, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი, 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.