საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა იმართება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმყოფებიან.
შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ კეთდება, თუმცა საპატრიარქოში სავარაუდოდ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯელობენ.